ანონსები
10 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის - Startup Factory-ის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება - “Speed Startup Dating”.
ეძებ თანადამფუძნებელს ან ცდილობ მოიძიო ტალანტები/თანამოაზრეები/მოხალისეები შენი სტარტაპისთვის? გინდა იმუშაო სტარტაპში?
შემოგვიერთდი ღონისძიებაზე “Speed Startup Dating”, რომელიც აკავშირებს მონაწილეებს - სტარტაპებსა და სხვადასხვა პროფესიების მქონე ადამიანებს (მარკეტერი, დიზაინერი, დეველოპერი და სხვა) მარტივი გზით.
თავდაპირველად სტარტაპები გააკეთებენ 1 წუთიან საჯარო პრეზენტაციას საკუთარი სტარტაპ საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც მოხდება ამ იდეებით დაინტერესებული მონაწილეების ჩაწერა სტარტაპერებთან და ღონისძიების მეორე ნაწილში უკვე გაიმართება Networking-ი, რომლის ფარგლებშიც ორივე მხარეს ექნებათ შესაძლებლობა ლუდის თანხლებით უკეთესად გაიცნონ ერთმანეთი და დააინტერესონ საკუთარი იდეითა თუ გამოცდილებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 7 ნოემბერი
თარიღი: 10.11.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი აუდიტორია #116
დრო: 19:00 სთ